...და მაინც, ზურაბი არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. პირველად მან 10 წლის ასაკში საკუთარი მეგობარი გადაარჩინა. ზურაბი სოფელ აღაიანში დაიბადა, სადაც დაამთავრა კიდეც საშუალო სკოლა. „მდინარე ქსანში ბავშვები ბანაობდნენ. ერთი წყალში ჩავარდა და ზურაბმა გადაარჩინა. მაშინ ის სულ რაღაც ათი წლის იყო", - გაიხსენა ზურაბის მამამ გიორგი მუზაშვილმა. |
„როგორ არ მინდოდა, რომ მეხანძრე გამხდარიყო, - ამბობს ზურაბის და მედეა მუზაშვილი, - მაგრამ სხვა სამსახური არ იყო, ხოლო თავად ძალიან უყვარდა მისი სამუშაო. მე ყოველთვის ვეხვეწებოდი, სამსახურიდან წამოსულიყო, მაგრამ ვერაფრით დავიყოლიე". ზურაბმა საკუთარი ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო, მშობლებთან, დასთან და დისშვილებთან ერთად ცხოვრობდა. საკმაოდ წარმატებული მოჭიდავე იყო, ბევრი ჯილდო ჰქონდა მოპოვებული, ფიზკულტურის ინსტიტუტი დაამთავრა და მწვრთნელობისთვის ემზადებოდა, მაგრამ ვერ მოასწრო ბავშვებისთვის სპორტული დარბაზის გახსნა. ის მუდამ ჩქარობდა, ყოველთვის ვიღაცას სჭირდებოდა. საკუთარი თავის გაადრჩენა კი ვერ მოასწრო. |