სოფიკომ ასი ქალის ბედი, ასი ისტორია, ასი დაუვიწყარი სახე შექმნა – სასაცილო და ტრაგიკული, მგრძნობიარე და ამაღლებული... 
 მის ყველაზე დასამახსოვრებელ კინოროლებს შორის არის ტასია ფილმში „რაც გინახავს ვეღარ ნახავ", მზექალა – „ხევსურული ბალადა", სოფიკო – „არ დაიდარდო", 
სიდონია – „წუთისოფელი", ვარდო – „ვერის უბნის მელოდიები", 
თამარი – „აურზაური სალხინეთში", ფუფალა – „ნატვრის ხე", 
ალისა – „ეძიეთ ქალი"... ძალიან გრძელია იმ საყვარელი 
ფილმების სია, რომლებშიც სოფიკო ჭიაურელი მონაწილეობდა.